გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის შეხვედრები გაიმართა

8-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ინიციატივა’’ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეას’’ თავმჯდომარე თამარ მალანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, მუნიციპალიტეტის მერიია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებების სპეციალისტებს შეხვდა.


შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზანი - ფერმერების ხელშეწყობა მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად გამოცდილი ექსპერტების საველე კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით. ასევე, ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა რეგულაციებზე საინფორმაციო ლიტერატურის მეშვეობით მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და თვალსაჩინოების მიწოდებით.


პროექტის მიზნობრივ ჯგუფს ამ ეტაპზე, ახალსოფლის, ძველი სენაკის, გეჯეთისა და მენჯის ადმინისტრაციული ერთეულების ფერმერები წარმოადგენენ.

პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ,,ათინათი’’. სენაკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს გარემოსდაცვითი ასოციაცია ,,დეა“.