გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რიჟვაძე: განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს და შევუქმნით პირობებს რომ ისინი დარჩნენ მთაში

10-04-2019

"ქართულმა ოცნებამ" ხულოში მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წარადგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა აჭარის ამტავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენი ვართ და რა თქმა უნდა, ხულოში ყოველთვის ვიცოდით სტუმრების ღირსეულად მასპინძლობა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ხულოს განვითარებისთვის. ხულოს განვითარება მაღალმთიანი აჭარის განვითარების წინაპირობაა, და მაღალმთიანი აჭარის სიძლიერე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს, განავითარებს ხულოს და რა თქმა უნდა, შემოსავალს გააჩენს აქ, თქვენს ოჯახებში - თქვენს შვილებს, ბებიებს და ბაბუებს მისცემს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას მთაში. მინდა აღვნიშნო, რომ გაზიფიცირების პროექტი, რომლის პირველი ფაზა უკვე დასრულდა გასულ წელს, წელს გაგრძელდება და შემდეგ უკვე მოხდება დაქსელვა. ამგვარად თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვა ბუნებრივი აირი.


ასევე ვგეგმავთ განსაკუთრებულ ხელშეწყობას ახალგაზრდებთან მიმართებით, განათლების კუთხით, - და მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ძალიან მალე გავხსნით პროფესიულ სასწავლებლებს და აქ ადგილზე ჩვენი მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს იმ უნარ-ჩვენებს, რომელიც მათი დასაქმებისთვის არის საჭირო. განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს და შევუქმნით პირობებს რომ ისინი დარჩნენ მთაში, დარჩნენ თქვენს ოჯახებში და აქ იყოს განვითარების და ცხოვრების პერსპექტივა.


ამ ამბიციური გეგმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, რომ ხულოს ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თქვენი წიაღიდან, თქვენი სამეზობლოდან უნდა ყოფილიყო, აქედნ უნდა ყოფილიყო შერჩეული, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ და რა თქმა უნდა , ჩვენს მეგობრებთა, კოლეგებთან ერთად, პარტიის სახელით გვინდა წარმოგიდგინოთ კანდიდატურა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველასთვის მისაღებია და ღირსეულად შეძლებს უპასუხოს ხულოში არსებულ გამოწვევებს. ის არის ხულოს პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყოველდრიურად მუშაობს რომ მოაგვაროს ხულოელების პრობლემები.

ვახტანგ ბერიძემ იცის ყველა ოჯახის გასაჭირი ხულოში, მან იცის ყველა პრობლემა, რომელიც ხულოელებს აწუხებს. ის არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ალალად და ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტს, სწორედ ამიტომ ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ვახტანგ ბერიძეზე.

ის წინა ცხოვრებაში იყო ღირსეული პოლიციელი და ღირსეული პოლკოვნიკი. და რაც ყველაზე მთავარია ვახტანგმა კარგად იცის ხულოს და თოთოეული ხულოელის ფასი. სწორედ ამიტომ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ადამიანს“, - განაცხადა რიჟვაძემ.