10-04-2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ ამომრჩევლებს მიმართა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ის მზად არის ადგილობრივების პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთოს.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და თქვენთან ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ხულოელს სჭირდება.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ გუნდს, რომ მომცა საშუალება, დღეს თქვენს წინაშე გამოვსულიყავი და დამედო პირობა, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები.
ძალიან მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ დიდი სიყვარულისთვის. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მმატებს ძალას, რომ დაუღალავად ვემსახურო ხულოს! მე გპირდებით, ყოველი თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, ჩემთვის არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ იქნებით. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა - იქნება როგორც ჩემი საკუთარი პრობლემა და თქვენთან ერთად ვიმუშავებ", - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.