გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს პრეზიდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული გამოწვევები გააცნეს

13-04-2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები: შოთა როსტიაშვილი, შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, ნინოწმინდის მერი ანი მოსოიანი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.


მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება, ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობა და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.


რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისათვის ახალციხეში საქართველოს პრეზიდენტის ჩამობრძანება და ადგილობრივი პრობლემებით დაინტერესება უდიდესი მოტივაციაა.


ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახალი გზების მშენებლობას, არსებული გზების რეაბილიტაციას, სასმელი და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას და ტურისტული ინფრასტრუქტრურის შექმნას ითვალისწინებს.


მხარის რწმუნებულმა საქართველოს პრეზიდენტს ნინოწმინდის მერი მისოიანი წარუდგინა, როგორც საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი ქალი მერია და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ნინოწმინდაში.


შეხვედრაზე განიხილეს აბასთუმანში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აბასთუმნის შემოვლითი გზისა და აბასთუმან-საირმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა.


საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონებში მისი სტუმრობა მხარის შესაძლებლობების გაცნობასა და რეგიონების გაძლიერების ხელშეწყობას ემსახურება, რომელიც, ისი აზრით, ქვეყნის განვითარების გზას წარმოადგენს.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონის პრობლემების გაცნობა მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში ვიზიტით არ შემოიფარგლება და მომავალში იგეგმება ბაკურიანში, აბასთუმანსა და ბორჯომში სტუმრობაც.


პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.