გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხარაგაულის სოფლებში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა / ფოტოები

18-04-2019

ხანგრძლივი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.


წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდული იყო ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.


გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ადგილებზე მობილიზებული იყო ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.


ხარაგაულის მერის მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი წვიმის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია.


სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.