გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის ცენტრში ახალი ბილბორდი გამოჩნდა - რა არის „ჩათლახბარათი"?

18-04-2019

შსს-მ გამოძიება დაიწყო ტრეფიკინგის ფაქტზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.


თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ელექტრონულ ბილბორდზე, რამდენიმე დღეა ტრიალებს რეკლამა სახელწოდებით „ჩათლახბარათი“.


ბილბორდზე ამ გზავნილის გარდა გამოსახულია ოქროსფრად შეღებილი ქალი პროფილით. ანალოგიური შინაარსის სტატიკური ბილბორდი დგას ბათუმის ცენტრშიც.

რეკლამა ეკუთვნის ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს და ფეისბუქის გვერდზე იმასაც მიუთითებს, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.


ეროტიკული მასაჟის ფეისბუქის გვერდი მომხმარებელს ღიად სთავაზობს მომსახურებას ქალების ფოტოებთან ერთად, რომლებსაც თან ახლავს სექსუალური ხასიათის, ე.წ. „მახვილგონივრული ხუმრობები“.


რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში უთხრეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ ბილბორდს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის კერძო საკუთრებაა, არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ მათი ვინაობა.


მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სარეკლამო კონსტრუქციებზე ნებართვა მერიისგან გადაცემული აქვს ორ სარეკლამო კომპანიას. კომპანია „ალმას“ და კომპანია „outdoor.ge“-ს.


რადიო თავისუფლება ორივე კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა, ფირმებში აცხადებენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბილბორდი, სადაც „ჩათლახბარათის“ რეკლამა ტრიალებს, მათ არ ეკუთვნით.


radiotavisufleba.ge