გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

20-04-2019

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩამოშლილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებს. გზა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.


ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს, რომელსაც შპს ,,გერალი" ახორციელებს. დარჩენილი სამუშაოების დასრულების შემდეგ თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას უკვე ახალი კომპანია აიღებს.


თუშეთის გზის შეკეთებას და მისი მოვლა-პატრონობას კომპანია ,,არელი" უზრუნველყოფს.


კომპანიამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. ტენდერის შესყიდვის საწყისი ღირებულება 1 მილიონ 30 ათასი ლარი იყო.


თუშეთის საავტომობილო გზა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი.ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.


imedinews.ge