გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„kommersant“(რუსეთი): უეჭველია, საქართველოს განათლების მინისტრის მიმართ მოსწავლეები ღრმად მადლობლები არიან

20-04-2019

„უეჭველია, რომ ქართველი მოსწავლეები თავიანთი ქვეყნის განათლების მინისტრის მიმართ ღრმად მადლობლები არიან: მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტს საშუალო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების წინადადება შესთავაზა, პარლამენტიც დაეთანხმა და მინისტრის რევოლუციური ახალშემონაღები დააკანონა“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «kommersant.ru»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ სვეტლანა სუხოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


სტატიაში მოკლედაა გადმოცემული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (საშუალო სკოლებში) რეფორმის განხორციელების მიზნები და ვადები.

„ქართველი ახალგაზრდების ცოდნის დონის შესამოწმებლად მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელებში მისაღები გამოცდები დარჩა, მაგრამ არის განზრახვა, რომ გამოცდების რაოდენობას იქაც შეამცირებენ - ოთხის ნაცვლად სამს დატოვებენ: წარსულს დარჩება „უნარ-ჩვევები“, რომლითაც აბიტურიენტის მომზადების დონე მოწმდებოდა.


საქართველოს განათლების სამინისტროს სურს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღების საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვოს სასკოლო პროგრამას. ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგი იდეა და განზრახვაა: საშუალო სკოლა უმაღლესი სასწავლებლის დონეს უახლოვდება, მაგრამ რეალიზდება კი? საკითხავი აი ეს არის. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პირიქით მოხდება - უმაღლესი სასწავლებლის დონე საშუალო სკოლის დონემდე დაეცემა. საერთოდ კი, ვნახოთ, როგორ იქნება: ის, თუ როგორ იმუშავებს რადიკალური ახალშემოღება, საინტერესო იქნება არა მარტო ქართველი მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც“, - წერს ავტორი.