გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შარაშენიძემ სიორიძის გადაწყვეტილება გააუქმა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საღამოობით ორმხრივი მოძრაობა აღდგა

22-12-2017

ახალარჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მისი წინამორბედის, ბეგლარ სიორიძის ერთი გადაწყვეტილება, ქალაქში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით - გააუქმა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საღამოობით ორმხრივი მოძრაობა აღდგა

ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის გადაწყვეტილებამ, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქალაქში, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებში, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ გადაწყვეტილებით, საღამოს რვა საათიდან დილის რვა საათამდე ძველი ბაზრის წინ დაშვებული ორმხრივი მოძრაობა აიკრძალა და ამ მიმართულებით 24 საათიანი ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა.

თუმცა ახალარჩეულმა მერმა, გააუქმა წინამორბედის ეს გადაწყვეტილება და დღეისათვის გურიის ქუჩაზე, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, როგორც გრიბოედოვის, ასევე ერისთავის ქუჩებიდან შესვლა, საღამოს 8 საათის შემდეგ, დილის 8 საათამდე შესაძლებელია.

წყარო: "გურიის მოამბე"