გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთაველმა აქტივისტებმა დავით გარეჯამდე ველომსვლელობა მოაწყვეს

9-05-2019

"დავით გარეჯი საქართველოა" - სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც დავით გარეჯის მიმდებარედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველებიც შეუერთდნენ.


რუსთაველების ნაწილმა დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები რამდენიმე დღის წინ რუსთავში, სოკარის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზეც გააპროტესტა, უშუალოდ დავით გარეჯის ტერიტორიაზე კი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს რუსთავიდან დღეს მეორედ შეუერთდნენ.


რუსთაველებმა დავით გარეჯამდე ველომსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტების თქმით, მათ სურთ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით გარეჯი საქართველოა.


დავით გარეჯამდე ველომსვლელობაში თბილისიდან და რუსთავიდან დაახლოებით 30 ადამიანი იყო ჩართული.


რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს, მოგვიანებით გახსნეს, თუმცა, თავად ფაქტმა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვია.



inforustavi.ge