გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ

31-05-2019

"ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.


„ჯორჯიან მანგანეზმა" შეთანხმებას „თი-ბი-სი" ბანკთან უკვე მიაღწია.


ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.





https://pia.ge