გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ანჯელის მასივებში საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

19-06-2019

სურსათის ეროვნული სააგენტო აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ატარებს. საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მისი განადგურება.

იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ანჯელის ტერიტორიაზე წამლობას საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თვალს ადევნებენ მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც აცხადებენ, რომ წამლობა მათთან თანამშრომლობით დაიგეგმა და მცენარეების ყვავილობის ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო. ფუტკრის მაქსიმალური დაცვისათვის თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს 21:30 საათიდან, როცა ფუტკარი დაბინავებულია.

დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებული 1 935 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით - 12 187 ჰა ფართობი. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, დამონტაჟებულია 36 690 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 3 074 მონიტორინგის ფერომონი. დამჭერ ხაფანგებზე დაკვირვება და მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.