გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"ექიმები გაგიჟდნენ: დედის მოსვლის მერე, ხელახლა დაიწყო სიცოცხლეო... ვერ ვუშველეთ" - რას ჰყვება გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მამიდა

4-09-2019

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გუ­შინ დი­ლით გარდაიცვალა. მას მე­დი­ცი­ნის ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.



16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძის მა­მი­და, ფატი გო­გო­ლაშ­ვი­ლი ამბები.ჯის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა:

"ბავ­შვი ზღავ­ზე იყო, შემ­დეგ რა­ჭა­ში ჩა­მო­ვი­და, ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი არ ემ­ჩნე­ო­და... მი­თხრა მა­მი­დაო, ფიტ­ნეს-კლუბ­ში დავ­დი­ვარ, ბეჭი გა­მი­ცივ­და და ექიმ­მა მი­თხრა მო­ი­ხუ­რე-ხოლ­მეო, ახ­ლაც ზღვა­ზე რომ ვი­ყა­ვი, წყალ­ში იშ­ვი­ა­თად ჩავ­დი­ო­დიო. არ­აფე­რი ეტყო­ბო­და - არც ტემ­პე­რა­ტუ­რა, არც ოფ­ლი­ა­ნო­ბა, არც უე­ნერ­გი­ო­ბა... არა­ფე­რი. 19-ში ღა­მით მა­მა­ჩემ­მა და­მი­რე­კა და ბავ­შვის ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე - მამა ვკვდე­ბი, დედა ვკვდე­ბიო. რა ჭირს ბავ­შვს-მეთ­ქი და სახსხრე­ბი სტკი­ვა ძა­ლი­ა­ნო. და­ვუ­რე­კე სას­წრა­ფოს და ზუს­ტად 12 წუთ­ში მი­ვი­და. მე­სა­უბ­რე­ნენ ჩემი კო­ლე­გა ექი­მე­ბი, მი­თხრეს, რომ არა­ფე­რი ისე­თი არ ეტყო­ბო­და, მაგ­რამ ჰქონ­და ძლი­ან ძლი­ე­რი სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ფე­ხებს ვერ გრძნობ­და. გა­უ­კე­თეს გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი და გა­და­იყ­ვა­ნეს სტა­ცი­ო­ნარ­ში. იქ სა­ერ­თოდ ვერ გრძნობ­და ფე­ხებს. უცებ და­ე­წყო ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს მარ­თვით სუნ­თქვა­ზე.


რო­გორც კი ჟანგბა­დი მი­ე­წო­და ბავ­შვი მობ­რუნ­და, და თვა­ლე­ბით გვა­ნიშ­ნებ­და ყვე­ლა­ფერს, ფე­რიც და­უბ­რუნ­და და ადეკ­ვა­ტუ­რიც იყო. კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­და გა­მო­ვი­ძა­ზე, ქუ­თა­ი­სი­დან წა­მო­ვიდ­ნენ... მო­რი­გე ექიმმ­მა უთხრა ნე­ი­რო­გე­ნუ­რი შო­კია, აუ­ცი­ლებ­ლად მე­სა­ჭი­რო­ე­ბა ბრი­გა­დაო. უარი გვი­თხრეს - ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი­აო. 20 წუთი გვა­ლო­დი­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით სამ სა­ათ­ში მო­ვი­და ბრი­გა­და, რო­მე­ლიც იყო არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნის ფო­ტო­ე­ბი უნდა ნა­ხოთ - გა­და­ვი­ღეთ.

მე თვი­თონ 15 წე­ლია სას­წრა­ფო­ში ვმუ­შა­ობ და გა­დამ­ყვან ბრი­გა­დებ­ზეც მი­მუშა­ვია. მოვ­კი­დე ექიმს ხელი და ვუ­თხა­რი, რო­გორ გა­ბე­დე, რომ კა­ბა­ზე შე­მო­იც­ვი ხა­ლა­თი და ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­მოხ­ვე­დი-თქო. ის რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არ იყო, რი­გი­თი ექი­მი იყო. აკან­კალ­და ში­შის­გან. არ­ცერ­თს ფორ­მე­ბი არ ეც­ვათ, ჟი­ლე­ტე­ბი ეც­ვათ უბ­რა­ლოდ. არ უნ­დო­დათ პა­ცი­ენ­ტის წაყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა რა­ჭა­ში, მო­დის გა­უ­მარ­თა­ვი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნე­ბი, მო­დი­ან არ­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი და თან - დაგ­ვი­ა­ნე­ბით. ამას ყვე­ლა და­ა­ა­დას­ტუ­რებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ შევ­თან­ხმდით, რომ ბავ­შვი "ნიუ- ჰოს­პი­ტალ­ში" გა­დაჰ­ყავ­დათ. საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე გუ­ბერ­ნა­ტო­რი და გამ­გე­ბე­ლი. შევ­თან­ხმდით, რომ ბავ­შვს თერ­ჯო­ლა­ში, სო­ფელ ბო­რი­თამ­დე გა­და­ვიყ­ვან­დით, იქ სხვა ბრი­გა­და დაგ­ვხვდე­ბო­და და კლი­ნი­კა­ში ის გა­დაგ­ვიყ­ვან­და. ის უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რად­გან სა­ჭი­რო იყო ად­გილ­ზე. ერთხელ, რომ ეთ­ქვათ ავ­ტო­მო­ბი­ლი არ არის ფორ­მა­შიო, არ მოვხსნი­დით მარ­თვით სუნ­თქვი­დან ბავ­შვს და სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დით. გზა­ში და­ი­წყეს ჟანგბა­დის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი... უნდა ნა­ხოთ ფო­ტო­ე­ბი, რო­გო­რი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს 16 წლის ბიჭი. გზა­ში 160-ზე ავი­და წნე­ვა და უცებ მო­ნი­ტო­რი გა­ი­თი­შა. ისე­თი ვიწ­რო მან­ქა­ნა იყო, ჩა­კე­ცი­ლი ვი­ყა­ვი და ვერ ვმოძ­რა­ობ­დი. და­ვი­ნა­ხე, ბავ­შვს თი­თე­ბი გა­უ­ლურ­ჯდა. ექიმს და­ვუყ­ვი­რე, გა­უ­კე­თებ­და ჟანგბა­დის მილს - ძვრე­ბო­და. ასე­თი ვი­თა­რე­ო­ბა იყო. ამბუ (სა­რე­ა­ნი­მა­ციო ნაკ­რე­ბი) მო­მე­ცი­თო, ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რა­ღაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ამო­ი­ღეს, დამ­ტვე­რი­ლი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც იქვე გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან. ექიმ­მა იყ­ვი­რა, ეს ბავ­შვი ალ­ბათ გან­წი­რუ­ლი­აო. პირ­ში ჰა­ე­რის ბერ­ვით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ტყი­ბულ­ში, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა იყო და­წყე­ბუ­ლი.

ტყი­ბულ­ში ძალი­ან ძლი­ე­რი ექი­მი დაგ­ვხვდა. ელექტრო­შო­კით ბავ­შვს და­ე­წყო გუ­ლის მუ­შა­ო­ბა. ვცდი­ლობ­დით, რომ ქუ­თა­ის­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და სას­წრა­ფო სამი სა­ა­თი იქაც არ მო­ვი­და. 12 სა­ათ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სას­წრა­ფო ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვი­და. ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი დაგ­ვხვდა, ყვე­ლა რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი უკვე ხვდე­ბო­და, რომ ამ საქ­მი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ძა­ლი­ან იბ­რძო­ლა ლუ­კამ, იმ დო­ნემ­დე იბ­რძო­ლა, რომ ექი­მე­ბიც კი და­ეჭ­ვდნენ - ხომ არ ვცდე­ბით რა­მე­ში უი­მე­დოდ რომ ვარ­თო... მერე წა­ვე­დი მა­მა­მის­თან, კვდე­ბო­და ისეთ დღე­ში იყო. მა­მა­მის­მა უთხრა, რო­გორ ხარ ლუკა მა­მიო. თვა­ლე­ბით ანიშ­ნა, თით­ქოს კარ­გა­დო. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბას მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ, რაც ჩვენ გვაქვს. ჩემი ლუკა, ჩემი თვალ­ხა­ტუ­ლა ბიჭი. მთე­ლი რე­ა­ნი­მა­ცია თავს დას­ტრი­ა­ლებ­და, ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და ბავშვს, ტი­რო­და. ექი­მე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. დე­დის მოს­ვლის მერე ხე­ლახ­ლა და­ი­წყო ბავ­შვმა სი­ცო­ცხლეო - ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ სას­წა­უ­ლის მომსწრე­ე­ბი გავ­ხდი­თო. იმ­დე­ნი ღამე გვაქვს ნა­თე­ნე­ბი უშე­დე­გოდ, უი­მე­დოდ. ხან ლო­ყე­ბი ჰქონ­და გა­წით­ლე­ბუ­ლი, ხან ტუ­ჩე­ბი, ხან სი­ცხე ჰქონ­და - ამით ვი­ი­მე­დებ­დით თავს, მაგ­რამ ვერ ვუშ­ვე­ლეთ. ვერ და­ვეხ­მა­რეთ..." - ჰყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­და.სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყო. რო­გორც ამბები.ჯი-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე ექი­მე­ბის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა და მათი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა. ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კერ­ძოდ: და­ე­კის­რე­ბათ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე რე­ა­ნო­მო­ბილს, მას ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა უკვე შე­უ­ჩერ­და.

"ინფო 9"