4-09-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული კოლეჯების საკითხს და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის კოლეჯები შექმნა, მთავრობის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს
"მოგეხსენებათ, დაანონსდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ეხლა აქტიურად მუშაობს ა.შშ-ს ერთ-ერთ კოლეჯის შემოყვანაზე საქართველოში და საუბარია დიდ ჯიხაიშში პროფესიული კოლეჯის აღორძინებაზე. ტექნიკურად ეს სამუშაო ტექნიკური უნივერსიტეტის ჩასატარებელია და როგორც კი ეს ტექნიკური სამუშაოები ტექნიკური უნივერსიტეტის, მხრიდან დასრულდება, სამინისტრო მზად არის ეს პროექტი დააფინანსოს. სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც კონცეფციას და ასევე საპროექტო სამუშაოებს . ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მაღალი ხარისხის კოლეჯები შექმნა, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, ამიტომ ხელს შევუწყობთ და ფინანსებითაც ვუზრუნველვყოფთ მას" - განაცხადა ბატიაშვილმა.