გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურას კასპში მცხოვრებ ყოფილ პატიმრის მიმართ მორალუზი ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

11-09-2019

კასპში მცხოვრებ ლუიზა თითირაშვილის სასარგებლოდ, საქართველოს მთავარ პროკურატურას, მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურება პირის უდანაშაულობიდან გამომდინარე, დადგინდა.

ლუიზა თითირაშვილი დაკავებისას სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის რაიონული განყოფილების ხელმძვანელის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე ის 1992-2004 წლებში მუშაობდა. არის უმაღლესი განათლების მქონე იურისტი, დაოჯახებული. 1999-2004 წწ იმავდროულად არჩეული იყო კასპის 

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მდივნად. სარჩელში აღნიშნავდა, რომ ჰქონდა ღირსეული იმიჯი, მაღალი კომპეტენცია და პროფესიული ავტორიტეტი.

ლუიზა თითირაშვილის განმარტებით, 2004 წლის 23 ივლისს გამთენიას პირადი ანგარიშსწორების მიზნით დააკავა შიდა ქართლის ოლქის პროკურორმა დავით წითურმა. დაკავების ფაქტი შოკისმომგრველი აღმოჩნდა მთელი მისი ოჯახისთვის, მას ბრალი წაუყენეს გორის სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონდარღვევით გაყიდულ და რაიონის გამგებლის მიერ დაშლილ სს „მეტეხის ნავთობბაზის“ ქონების ფაქტზე. რაიონის გამგებლის პოსტს ფლობდა ოთარ ჭეიშვილი, რომელიც დღეს კასპის საკრებულოს წევრია.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა, 2004 წელს, აღნიშნავდა, რომ ლუიზა თითირაშვილს არ მოუხდენია რეაგირება მეტეხის ნავთობბაზის დაშლის ფაქტზე, თუმცა, ადვოკატებმა გამოძიებას წარუდგინეს წერილები, რომლის მიხედვით, ლუიზა თითირაშვილი ეკონომიკის სამინისტროს რეაგირებას სთხოვდა.

მოსარჩელის განმარტებით, გაუთავებელმა ცრემლის ღვრამ მკვეთრად დაუქვეითა მხედველობა, რის გამოც საპატიმროს დატოვების შემდეგ დასჭირდა ძვირად ღირებული ოპერაციების გაკეთება ორივე თვალზე. ოპერაციის შემდეგ სამი წლის მანძილზე სისტემატიურად იყენებდა მედიკამენტებს, დღემდე დამოკიდებულია ნატურალურ ცრემლზე. დაპატიმრებისას მიღებულმა ძლიერმა სტრესულმა განცდებმა გამოიწვია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რის გამოც საპატიმროში და შემდეგ სისტემატურად იღებდა პრეპარატებს.

ამასთან, 2011 წლიდან დღემდე ძლიერ პრეპარატებზეა დამოკიდებული. დაპატიმრებისაგან მიღებულმა შოკმა გამოიწვია ასევე გულის სერიოზული რთული მდგომარეობა, რასაც დღემდე მკურნალობს. რაც ყველაზე გამანადგურებელია, დაკავებიდან ორი კვირის თავზე შეუწყდა ორსულობა და მას შემდეგ საკუთარი შვილი არ შესძენია. ამასთან, წლების განმავლობაში პოლიციის ზედამხედველობა საპატიმროში ყოფნაზე არანაკლებ მძიმე და შეურაცმყოფელი აღმოჩნდა. 2006 წლის ზაფხულიდან მისი სახლიდან გამოსვლის მხოლოდ 2 მიზეზი არსებობდა - პოლიციაში მისვლა და ექიმთან ვიზიტი.

სწორედ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურება მიზანშეწონილად ჩათვალა.

ლუიზა თითირაშვილი, რომელიც კასპის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, 2004 წლის 23 ივლისს დააკავეს, ხოლო კასპის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივლისის ბრძანებით - აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით. პატიმრობის ვადა საბოლოოდ გაგრძელებულ იქნა ექვს თვემდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ის განთავისუფლდა პატიმრობიდან და გადაცემული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში.

2013 წელს კი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ლუიზა თითირაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, პროკურატურამ წარდგენილ ბრალდებაზე უარი თქვა.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ლუიზა თითირაშვილის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე, გაუქმდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ თავად დაადასტურა ლუიზა თითირაშვილის უდანაშაულობა.

"შიდა ქართლი"