გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში რთველის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

20-09-2019

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებელია.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, ბუნებრივია, გაზრდილია საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, თუმცა შტაბის თანამშრომლების მიერ ხდება რიგების ორგანიზებული მართვა და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექმნებათ.

„კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიური გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია როგორც ყურძნის დიდი მოსავლით, ასევე, ვიცით რომ სექტემბერის თვეში თითქმის ერთკვირიანი წვიმების გამო, რთველის პროცესი შედარებით გვიან დაიწყო. ღვინის მარნების მიერ ყურძნის მიღების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესთან და თითოეული მანქანის მომსახურებას მინიმუმ ნახევარი საათი ესაჭიროება. გააჩნია ასევე ღვინის საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები და ასეთ შემთხვევებში ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე სწარმოებში“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

20 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 60 ათასი ტონა რქაწითელი, 25 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ღვინის მარანი.


რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.