გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეზობელი თელავში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

23-09-2019

თელავში, ქმრის მიერ მოკლული ცოლის მეზობელი ყვება, რომ ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ და ბოლო დროს ურთიერთობა არ ჰქონდათ.

მეზობლის თქმით, თუ რა მიზეზით მოხდა მკვლელობა და ჰქონდა თუ არა მათ შორის რაიმე შელაპარაკებას ადგილი, დაზუსტებით არ იცის.

„მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია.

"ინტერპრესნიუსი"