გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

11-10-2019

რაჭის რეგიონში რთველი მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა.

ქალაქ ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს და ყველა მევენახეს მიეცეს მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა. წელს რაჭაში „ხვანჭკარის“ სანედლეულო ჯიშების - მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან.

დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 10 ღვინის მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 40 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 267 ათასი ტონა ყურძენი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.