გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში 52 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა საცხოვრისი მიიღო

16-10-2019

რუსთავში, სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა 52 ოჯახმა საცხოვრისი მიიღო.
საცხოვრისი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილსა და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ბეგაძესთან ერთად გახსნა და ბენეფიციარებს პირადად გადასცა ახალი ბინების გასაღები.
საცხოვრისის გახსნას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა.
2019 წლის თებერვალში, მერის მრძანებით შეიქმნა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.
2018 წლის დეკემბერში, საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა, განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა მოხდებოდა.
კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 რუსთაველი ოჯახი.
რუსთავში, სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა, სპეციალურად მათთვის, მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით, პირველად ხდება.
საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 800 097 ლარი შეადგინა.