გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სახელმწიფო უწყებებმა გარემოს 6 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენეს

8-11-2019

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებებმა და მათი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმოებმა გარემოს, ჯამში, 6 052 476 ლარის ზიანი მიაყენეს. გამოვლენილი სამართალდარღვევების გამო, ისინი დაჯარიმდნენ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება.

როგორც "პირველის" მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, 2017-2019 (2019 წლის სექტემბრის ჩათვლით) წლებში გადახდილი ჯარიმის ოდენობამ, საერთო ჯამში, 121 410 ლარი შეადგინა. ჯარიმის ყველაზე დიდი ოდენობა 56 560 ლარი 2018 წელს ფიქსირდება, შემდეგ 2019 წელს - 52 500 ლარი, 2017 წელს კი, ჯარიმების ოდენობამ 12 350 ლარი შეადგინა.

2017 წელს სამართალდარღვევის გამო, 10 სისხლის სამართლის სამართლის საქმე აღიძრა, 2018 წელს 8, 2019 წელს - 1.

სისხლის სამართლის საქმე ძირითადად ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის აღიძრა, დამრღვევად კი, უმეტესწილად სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო გამოვლინდა.

2017-2019 წლებში სისხლის სამართლის საქმე შემდეგი სამართალდარღვევების გამო აღიძრა: ხე-ტყის უკანონო ჭრა, რითაც გარემოს 8 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო; წიაღის უკანონო მოპოვება - გარემოს 731162 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - შპს ქობულეთის წყალი; საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა, დამრღვევი - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 394621 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო; წიაღის უკანონო მოპოვება, გარემოს 4 200 ლარის ზიანი მიადგა. დამრღვევი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 171278 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, დარღვევის ადგილი - ტაძრისის სატყეო; მიწის დეგრადაცია დაბინძურება, გარემოს 689518 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - სს "საქართველოს რკინიგზა"; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 9 328 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი - ხაიშის სატყეო უბანი, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 4 714 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი ხარაგაული, დამრღვევი - ა(ა) იპ ხარაგაულის დასუფთავება; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 25 183 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი - თელავი-ახმეტის სატყეო უბანი, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.

მიწის დეგრადაცია/დაბინძურება, წიაღის უკანონო მოპოვება, გარემოს 6 647 94 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 7942 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი - ახალციხის სატყეო უბნის თისელის სატყეო, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 15 446 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, დამრღვევი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 1502 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 2970 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი, ხონი. მათხოჯი, დამრღვევი - სსიპ ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლა; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 2248 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, დამრღვევი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 3 038 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი თბილისი, დამრღვევი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო; ხე-ტყის უკანონო ჭრა, გარემოს 3072 ლარის ზიანი მიადგა, დამრღვევი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. ხე-ტყის უკანონო ჭრა - გარემოს 4 091 ლარის ზიანი მიადგა, დარღვევის ადგილი - ჩოხატაური. ზოტის სატყეო უბანი - დამრღვევი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.

სახელმწიფო უწყებებისა და მათი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მხრიდან უმეტესწილად ჩადენილი დანაშაულებია: ხე-ტყის უკანონო ჭრა, ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა, წიაღის უკანონო მოპოვება, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

სამართალდამრღვევი სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები: გურჯაანის, აბაშის, ახმეტის, ზუგდიდის, ყაზბეგის, შუახევის, გორის, ხარაგაულის, ბორჯომის, ქობულეთის, სამტრედიის, ტყიბულის, ასპინძის, ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობები, თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის მერია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, წალკის მუნიციპალიტეტის მერია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, კასპის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ბათუმის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია; ოზურგეთის, ცაგერის, მცხეთის, ლენტეხის , დუშეთის მუნიციპალიტეტები; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, შპს საქართველოს მელიორაცია, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს "თბილსერვის ჯგუფი"; სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", სს "საქართველოს რკინიგზა",  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი; სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სსიპ ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი;

შპს ქობულეთის წყალი, შპს "ბათუმის წყალი", შპს "საჩხერის წყალკანალი", შპს ხელვაჩაურის წყალკანალი, ააიპ ხულოს წყალკანალი; შპს ქედის წყალკანალი, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია"; სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ა(ა)იპ ბათუმის სასაფლაოები, შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური", ააიპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური, ააიპ შუახევის კომუნალური სამსახური, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, ა (ა) იპ ხარაგაულ დასუფთავება, ააიპ ქობულეთის სანდასუფთავება; შპს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა;

თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი; ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი, შპს ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა; სსიპ ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლა; შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი; შპს "ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა",  შპს "ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი"; შპს "სანდასუფთავება";

ა(ა) იპ ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი; ა (ა) იპ "ხაშურსერვისი";  ა(ა) იპ გორის, ყაზბეგის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის მუნიციპალიტეტეტების კეთილმოწყობის სამსახურები; ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი; ააიპ ქობულეთის სანდასუფთავება; ააიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური "სხივი"; შპს ქედის კომუნალსერვისი; ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი; შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი; ააიპ "ადიგენის დასუფთავების სამსახური"; შპს ასპინძის კეთილმოწყობა, შპს კეთილმოწყობა; ააიპ ლაგოდეხის სერვისცენტრი; ააიპ ხულოს მუნიციპალური სერვისი; ააიპ "ახალქალაქის სერვისცენტრი"; ა.(ა.)ი.პ "ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური"; ააიპ ყვარლის კეთილმოწყობის სამსახური; სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; ააიპ ახმეტის კეთილმოწყობის სამსახური; ააიპ "ბორჯობის დასუფთავება და კეთილმოწყობა"; შპს "ენერგოტრანსი".

pia