გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ივანიშვილი: გუნდი დაზიანდა, ის ბევრმა ღირსეულმა წევრმა დატოვა

27-11-2019

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნამ „ქართული ოცნება“ დააზიანა. ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „SWOT-ანალიზში“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ დავზიანდით. გუნდი დაზიანდა არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდიდან გავიდა და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება ვერ შეასრულა და გუნდის ყველა წევრი ამას განიცდის. „მე მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად“, - თქვა ივანიშვილმა.  

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

imedinews.ge