13-12-2019
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგორის (ლენინგორი) რაიონში განიხილავენ რაიონის ხელმძღვანელის ვიტალი მამიტოვის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, ბინებს ჩამოართმევენ იმ მფლობელებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ საცხოვრებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას .,,ეხო კავკაზა". ავრცელებს. საქმე ეხება ახალგორში მდებარე სამ კორპუსში არსებულ ბინებს, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ცარიელია.
აღნიშნულის შესახებ ცხინვალში საგანგებო ბრიფინგი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა. ბრიფინგს ახალგორის
(ლენინორი) რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი უძღვებოდა.
ბრიფინგზე მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საბინაო პრობლემები:
”ჩვენ ვსაუბრობთ სამ კორპუსზე, სადაც 60 ბინაა, სამომავლოდ დაგეგმილია მათი განაწილება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე”- თქვა მამიტოვმა.
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარა მეარაყიშვილის განცხადებით, ეს განცხადება სიახლე იყო:
,,როგორც ოფიციალურმა პირმა მითხრა, რაიონის გამგებელმა მათ არაფერი უამბო ბინების განაწილების შესახებ, არ მისცა მითითებები, რომ გაერკვია, რამდენი ბინაა ცარიელი, ვინ არიან მათი მფლობელები. მათ ამის შესახებ პირველად მედიისგან გაიგეს, ამიტომ, რაიონის გამგეობის თანამშრომლების თქმით, მამიტოვი ან გამოვიდა ამ მოსაზრებით პრესკონფერენციამდე, ან მას ასეთი ბრძანება მისცეს ცხინვალში. ” - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
ეს იდეა მამიტოვს ალბათ მაშინ გაუჩნდა, როდესაც თავის პროტეჟესთვის ბიზნემენ იაგო ჩოჩელის სახლის კარი გააღო და დააბინავა. ბინა საკმაოდ მოწესრიგებული და გარემონტებულია.
დაბაში რვა კორპუსია, აქედან სამი კოოპერატიული, ე.ი. აშენებულია აქციონერების ფულით. საბჭოთა პერიოდში კიდევ ხუთ კორპუსში განაწილდა ბინები.
მეარაყიშვილის თქმით, ათი ან თორმეტი ბინა ცარიელია. დანარჩენი 2008 წლის შემდეგ გაიყიდა, ან მათში ცხოვრობენ ქირით. ამავდროულად, 2008 წლიდან, არც ერთი შესყიდვა არ განხორციელებულა. ყველა თბილისში წავიდა. მამიტოვის სიტყვები ნიშნავს რომ ამ ხალხისგან უძრავი ქონების წაღება სურთ.
ამასთან, უცნობია რას ნიშნავს "ცარიელი ბინა". არ არსებობს ასეთი ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების სტატუსს. და ის ფაქტი, რომ ამჟამად არავინ არის ბინაში, არ ნიშნავს რომ მის მფლობელს ჩამოერთვას საკუთრების უფლება.
2010 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რეგიონში სადავო საცხოვრებლის საკითხების გადასაჭრელად, ასევე, რესპუბლიკის მოქალაქეების (იძულებით გადაადგილებულ პირთა) დაბრუნების პრობლემის გადასაჭრელად.
განკარგულების მოტივაცია ასეთი იყო: 90-იან წლებში ზვიადისტებმა დაიკავეს ოსების სახლები ან აიძულეს მფლობელებს ნომინალური ფასად გაეყიდათ.
ახლა ეს გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი. განკარგულების შემდეგ, ჩატარდა სასამართლოები, სადაც წინა მფლობელებმა განაცხადეს, რომ იძულებული იყვნენ გაეყიდათ სახლები და დიაბრუნეს ქონება. ასევე მოხდა ისე, რომ პატიოსანი გარიგებებიც გაუქმდა, მაგრამ ეს უკვე ამბავია სამართალდამცავი პრაქტიკის არასრულყოფილების შესახებ და არა პრეზიდენტის ბრძანებულების შედეგი.
ახლა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს ამ განკარგულების გამოყენება ე.წ. ცარიელ ბინებზე.
მეარაყიშვილის განცხადებით, არ არის აუცილებელი ყველას ერთ ,,ქვაბში მოხარშვა“, ბევრმა ცხინვალის იურისდიქცია დატოვა მხოლო და მხოლოდ იმის გამო, რომ ნორმალური ცხოვრება მოეძებნა:
”არ არსებობს სამედიცინო დახმარება, კულტურული ცხოვრება, არაფერია განვითარებისთვის, ახალგაზრდობისთვის. აქ განათლება არ არის, თუ გინდა შენმა შვილებმა ისწავლონ, მაშინ უნდა დატოვო, არა აქვს მნიშვნელობა სად.
ჩნდება კითხვა: რატომ არის შექმნილი საცხოვრებელი სახლების დეფიციტი ცარიელ, უინტერესო სივრცეში?
საქმე ის არის, რომ კოკოითისა და თიბილოვის პირობებში მხოლოდ წამყვანი კადრები იგზავნებოდნენ ცხინვალიდან ახალგორში, ამიტომ საცხოვრებლის მოთხოვნა არ იყო.
მათ უბრალოდ ქირაობდნენ ბინებს 2-2,5 ათასი რუბლით. ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბიბილოვის პირობებში შეჩერდა ეს პროცესი და ძირითადად ადგილობრივებს ასაქმებენ:
”როგორც ჩვენი ხელმძღვანელობა ამბობს, ისინი უფრო პატრიოტი და საიმედო ლენინგორელები არიან, რადგან არ მიდიან თბილისში ან წეროვანში,” - ამბობს მეარაყიშვილი.
,,ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი წერს, რომ სოფელ წინაგარის ზონიდან ახალგორში (ლენინგორი) შრომითი მიგრაცია გაიზარდა. შესაბამისად, ბინების დეფიციტი შეიქმნა ამ ფაქტის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტის თქმით, შეიძლება ვიმსჯელოთ ადგილობრივი სკოლების სტატისტიკის მიხედვით.
მაგალითად, წელს სოფელ აბრევში სკოლა დაიხურა , ხოლო 57 მოსწავლე დარჩა წინაგარის სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ოთხმოცდათორმეტი სამი ან ოთხი წლის წინ,“ - ამბობს თამარა მეარაყიშვილი.