გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს

27-12-2019

ფოთში საახალწლო ილუმინაციები დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს. “სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.
მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipress