გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა

13-01-2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პოსტს ტოვებს. მიმართვა გადადგომის შესახებ მან ე.წ. პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა გადაწყვეტილება მიმდინარე საპროტესტო აქციების და რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების ფონზე მიიღო. ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

მოლაპარაკებები ე.წ. ოპოზიციასა და ხაჯიმბას შორის გვიანობამდე გაგრძელდა. დღის ბოლოს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მას შემდეგ რა ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განაცხადა, ოპოზიციიის ლიდერებმა რუსეთს პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომის საკითხს დღესვე განიხილავს.

„ბოლო დღეებში აფხაზეთში ვითრება ძალიან რთული იყო. არსებობდა უთანხმოება სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკვშირებით. მე ღიად ვამბობ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა არ მომხდარიყო ხალხის დაპირისპირება. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, იქნება ეს ხელისუფლების წარმოამდგენელი თუ ოპოზიცია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შევძლეით - თუმცა, კვლავ არსებობს არაერთი გადაუჭრელი პრობლემა. მე კვლავ ვემხრობი იმ აზრს, რომ არჩევნები და სხვა პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საშუალებით უნდა ხორციელდებოდეს. განსხვავებული გზა დამანგრეველია ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ხაჯიმბამ

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა 9 იანვარს, სწორედ ხაჯიბას გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

ამ მოვლენებს ეხმაურებოდნენ, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამიეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და სხვა თანამდებობის პირები, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ მაღალჩინოსნებს საკუთარი პრობლემების მიხედვას ურჩევდა.