გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი: ვურჩევ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ პრობლემებს მიხედონ

10-01-2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ქართველ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და მოუწოდებს „საკუთარ პრობლემებს მიხედონ“.

„ქართველი პოლიტისკოები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით „სუვერენული სახელმწიფოს“ საქმეებში. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს“,- წერს დე ფაქტო საგარეო სამეთა მინისტრი.


ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი ე.წ. პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევის გამო გუშინ დაიწყო და დღეს დილით განახლდა.


გუშინ აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.


სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურნენ.


ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროც  გამოეხმაურა.

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურნენ.