გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვალერი ბგანბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს

13-01-2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. ე.წ. ნაციონალური ასამბლეის დადგენილებით, პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.

გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა.

9 იანვარს კი სწორედ ამ არჩევნების შედგებს აპროტესტებდნენ „ამაცხარას“ მხარდამჭერები, ისინი ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.