გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა

2-03-2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცის მოწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით გადაწყდა.

სამხედრო ჰოსპიტალში რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტების მოთავსება და მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით მოხდება.

უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. შექმნილია კრიზისული სიტუაციის მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციებით მოქმედებს.

პია