გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ემიგრანტები სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ

5-03-2020

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მოგეხსენებათ , სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი თანატოლების მშობლები მიდიან საბერძნეთში და ბოდიში და ერთ ადგილს უწმენდავენ ბერძენ მოხუცებს.


ემიგრანტები სააკაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და მას მწვავედ აკრიტიკებენ.

აი რას წერენ ემიგრანტები სოციალურ ქსელში:


,,შიზოფრენიკო, დღეს დაბრუნებაზე ვფიქრობთ და შენი ხელისუფლების დროს, 35 -40 წელს ზემოთ ყველა საჯარო მოხელე რომ სამსახურებიდან, მაშინ დაიცალა ზუსტად საქართველო“,- წერს მილა ბაკურაძე.

,,მე მიშას დროს გავხდი ემიგრანტი. 13 წელი ემიგრაციაში“,- აცხადებს ნატო ჯახია.


მარინა გელოვანი: ,,მე და ძალიან ბევრი ჩემნაირი შენი პრეზიდენტობის დროს წამოვედით, მიშა“ .


ქართველი ემიგრანტის მიერ გაზიარებულ პოსტს კომენტარებში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.