გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ცვლილებს ფეხი აუწყონ კომერციულმა ბანკებმაც და დაიწყოს ადგილობრივი ეკონომიკის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე მოთხოვნადი დარგების დაფინანსება

17-03-2020

ეკონომიკის ექსპრეტი ვახტან ჭარაია სოცილურ ქსელში წერს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ცვლილებს ფეხი აუწყონ კომერციულმა ბანკებმაც და დაიწყოს ადგილობრივი ეკონომიკის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე მოთხოვნადი დარგების დაფინანსება.


“ეროვნული ბანკის 7 პუნქტიანი გეგმა


სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მოზნით, მთავრობასთან შეთანხმებით და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე ეროვნულბა ბანკმა, თავისი ხედვა გამოაქვეყნა, კერძოდ:
- შემოსავლის დათვლის საკითხს, რომელიც უკვე წესად არ იქნება გაწერილი და ბანკს თავად შეეძლება კლიენტის შემოსავლიანობის განსაზღვა;
- სესხლის აღების ლიმიტი შემოსავალთან მიმართებაში უფრო მოქნილი ხდება და კლიენტს უფრო მეტი სესხის გამოტანის შესაძლებლობა ექნება, თუ ბანკი მას ენდობა;
- იზრდება სესხის ლიმიტი საზღვარგარეთიდან შემოსავლის და იპოთეკით დაინტერესების შემთხვავაში, რომელიც თუ აქამდე ბინის ღირებულების მხოლოდ 60 პროცენტის აღების საშუალებას იძლეობა, უკვე 70% გახდა;
- მისასალმებელია იპოთეკური სესხის ვადიანობის 15-დან 20 წლამდე გაზრდა.
მთლიანობაში, აღნიშნული შერბილებები საბანკო სექტორს მეტ მოქნილობას შესძენს და იმედია ასეც მოხდება. მეორე მხრივ გასათვალისწინებელია, რომ კრიზისულ პერიოდში ფიზიკური პირების დაკრედიტების პორტფელი სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც ვერ გაიზრდება.
ეროვნული ბანკის ცვლილებები მოთხოვნის სტიმულირების მიმართულებითაა გამიზნული და აქვს თავისი ლოგიკა, თუმცა ბანკების გონივრულობის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ ჭარბვალიანობას არ შევეჩეხოთ სიტუაციის გართულების შემთვევაში.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ცვლილებს ფეხი აუწყონ კომერციულმა ბანკებმაც და დაიწყოს ადგილობრივი ეკონომიკის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე მოთხოვნადი დარგების დაფინანსება, რაც მათი კლიენტების გაზრდილ შესაძლებლობებს სწორი მიმართულებით განავითარებს.
კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში ცვლილებს კარგი პერსპექტივა აქვს. კოორდინირებული მუშაობა კი ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად გამოგვდის. უკიდურეს შემთხვევაში კი სიტუაციის გართულების შემთხვევაში ბანკები მიუხედავად ამ შერბილებებისა თავად იტყვიან უარს რისკიანი სესხების გაცემაზე. მოკლედ ყლვეაფერი სწორ კომუნიკაციამდე და კოორდინირებულობამდე დადის” , -წერს ჭარაია.