გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შოთა გულბანი: ეროვნულმა ბანკმა, ცხადია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით გადაწყვიტა, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შედარებით გაემარტივებინა

17-03-2020

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა გულბანის სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის რეგულაციებს ეხმაურება.

გულბანი წერს, რომ არსობრივად რეგულაცია იგივე რჩება, ანუ მოქალაქე სესხს აიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას ვალდებულებებთან მიმართებით ადეკვატური შემოსავლები ექნება.


„ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტება გაამარტივა.


რამდენიმე მნიშნელოვანი გარემოება და შეფასება რაც უნდა ვიცოდეთ ამ ცვლილებებზე:
არსობრივად რეგულაცია იგივე რჩება, ანუ მოქალაქე სესხს აიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას ვალდებულებებთან მიმართებით ადეკვატური შემოსავლები ექნება. ცვლილება შეეხო სესხის მომსახურების კოეფიციენტებს, რის საფუძველზეც სესხის აღება შედარებით უფრო მარტივი გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.


პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტები, აქამდე არსებული 4 კატეგორიის ნაცვლად, უკვე ორ კატეგორიად იქნება დაყოფილი, 1000 ლარს ქვემოთ შემოსავლის მქონდე ადამიანები მაქსიმუმ შემოსავლის 25%-ს აიღებენ ლარში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 20%-ს. 1000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე მოქალაქეები კი ლარში მაქსიმუმ შემოსავლის 50%-ის აღებას შეძლებენ, ხოლო უცხოურ ვალუტაში ხელფასის 30%-ის.
პირობითად თუ ამჟამად ადამიანის თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და მას უცხოურ ვალუტაში აქვს სესხი, ამ შემოსავლის მაქსიმუმ 25%-ს მიმართავს სესხის დასაფარად, ხოლო თუ მისი შემოსავალიც და სესხიც ერთსა და იმავე ვალუტაშია, მაშინ შემოსავლის მაქსიმუმ 35%-ის მიმართვა შეუძლია ყოველთვიურ ვალდებულებებზე. ამ ნაწილში სურათი დაახლოვებით უცვლელია და ლარში მაქსიმუმ 25% ხოლო დოლარში 20% ნარჩუნდება, თუმცა ცვლილებაა 1000 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებისთვის, კერძოდ ამ კატეგორიის მსესხებლები შემოსავლის მაქსიმუმ 50%-ს მიმართავენ ყოველთვიურ ვალდებულებებში, რაც დღეს მოქმედი წესის თანახმად შესაძლებელია თუ 4000 ლარზე მეტი გაქვს შემოსავალი.
კარგია ეს თუ ცუდი?


უფრო მეტად კარგია, ვინაიდან კრიზისულ პერიოდში მოქალაქე, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, სესხის აღებას ვეღარ შეძლებს მაღალი სესხის მომსახურების კოეფიციენტის(PTI) გამო. შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა, ცხადია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით გადაწყვიტა, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შედარებით გაემარტივებინა. ცხადია ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჭარბვალიანობის საკითხი შეიძლება დადგეს ისევ დღის წესრიგში, რადგან შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხები მიანც არ გაიცემა. აქ თავად ბანკების პასუხისმგენლობის საკითხიც გამოდის წინა პლანზე, რომლებმაც გონივრული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები არ უნდა უგულებელყონ, როგორც ამას სებ-ის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებამდე აკეთებდნენ.


გარდა ამისა, სესხის გამცემ სუბიექტებს მეტი თავისუფლება ენიჭებათ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის პროცესში და შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება იმდენად მკაცრი და ზედმიწევნით გაწერილი. ეს უფრო მოქნილს გახდის საფინანსო ინსტიტუტებს სესხების გაცემის პროცესში, რაც ზოგადად ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად დადებითი ფაქტორია“ - წერს გულბანი.