გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბროწეულები პატარძეულში – გოგლა ლეონიძის სოფელი მარიტას სახელობის ბაღს აშენებს

19-06-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, ახლაც დგას, დიდი ქართველი პოეტის, გიორგი ლეონიძის მამის აშენებული, აგურითა და რიყის ქვით ნაშენი, ორსართულიანი სახლი, რომელიც 1968 წლიდან, ლეონიძის სახლ-მუზეუმად გამოცხადდა.

 

“ჩემი ბავშვობის კერა” – ასე იხსენიებდა სოფელ პატარძეულს, გიორგი ლეონიძე.

 

მისი შემოქმედების მწვერვალი, მოთხრობების კრებული ” ნატვრის ხეა”, რომელიც პატარძეულში გატარებული, ბავშვობისა და სოფლის გამორჩეული პერსონაჟების ცხოვრებას აღწერს.

 

კრებულის ცენტრალური ფიგურა, მარიტა კი, დიდი ხანია დასჯილი სიყვარულისა და მშვენიერების სიმბოლოდ იქცა.

 

სწორედ პოეტისა და მისგან აღწერილი სილამაზის უკვდავსაყოფად, სოფელ პატარძეულში, მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღი შენდება.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ პატარძეულიდან, დავით თათრიშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება, რომ ბაღის გაშენების იდეა, სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებს ეკუთვნის.

 

ჩვენი სოფელი და გიორგი ლეონიძე, განუყრელია ერთმანეთისგან. ეს ადგილი, სადაც ბაღი კეთდება, ლეონიძეების მამა-პაპისეული ეზოა. პედაგოგებს დიდი ხანია უნდოდათ აქ, ასე ვთქვათ, სიყვარულის ბაღის გაშენება.

 

ამ მიზნით, სოფელი გაერთიანდა და რამდენიმე ადამიანის შემოწირულობით, სამუშაო დავიწყეთ- ამბობს სოფლის მაჟორიტარი.

 

იდეის ავტორების გადაწყვეტილებით, მარიტას ბაღი, ნატვრის ხის სიმბოლოდ ქცეული, ბროწეულების ხეებით შეივსება.

 

ბაღში გავაკეთებთ პატარა სცენას ღონისძიებებისათვის, მოვაწყობთ ბილიკებს, დავრგავთ დეკორატიულ მცენარეებსაც, მაგრამ მთლიანობაში, ის, ბროწეულების ხეებით შეივსება. ბროწეულის ხე, ხომ მარიტას სილამაზის სიმბოლოდ, მის ნასახლარზე ამოვიდა. გასულ წელს ბროწეულები უკვე დავრგეთ, ნელ- ნელა გაიზრდება. ასე შევქმნით გარემოს, სადაც სიყვარული და ბროწეულის ყვავილებია- გვიყვება დავით თათრიშვილი.

 

მსოფლიო პანდემიამ და პრევენციისათვის დაწესებულმა შეზღუდვებმა ბაღის მშენებლობაც დროებით შეაჩერა, თუმცა პატარძეულის მაჟორიტარი ამბობს, რომ სამუშაოები მალე განახლდება და დაახლოებით, ორ კვირაში, სოფელს ბაღი ექნება.

 

მაისში გოგლაობაა – ხოლმე ჩვენთან. ცოტა შეგვაფერხა პანდემიამ და ამ დღისთვის ვერ მოვასწარით. მაგრამ მალე საბოლოო სახეს მივცემთ. ვის არ უყვარს მზე? პირველ რიგში, ბროწეულს უყვარს მზეო, ხომ ასე წერდა, გიორგი ლეონიძე. ჰოდა, თუ ჩვენი შემოწირულობით ვერ გავწვდებით, დარწმუნებული ვარ, შემოგვეშველებიან, ვისაც მზე და ბროწეულყვავილი უყვარს- ამბობს დავით თათრიშვილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

პრაიმტაიმი