გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შოთა რეხვიაშვილი - სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობას სწრაფი ტესტები ჩაუტარდება და პროდუქციას, პატრულის თანხლებით, თავად გაიტანენ ბაზრებში

31-07-2020

სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობას სწრაფი ტესტები ჩაუტარდება და პროდუქციას, პატრულის თანხლებით, თავად გაიტანენ ბაზრებში, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სოფელ ყარაჯალარიდან პროდუქცია, კერძოდ, მწვანილი ორგანიზებულად გააქვთ დისტრიბუტორებს, თუმცა მოსახლეობის უკმაყოფილება, ადგილზე ჩასაბარებელ ფასსა და ბაზარში რეალიზაციის შემთხვევაში არსებულ ფასს შორის სხვაობამ გამოიწვია.

„ადგილობრივი მოსავალი - მწვანილის სახით, გააქვთ დისტრიბუტორებს ორგანიზებულად, მაგრამ ეს ხდება ფასთა სხვაობით და აქ აქვთ უკმარისობა იმისა, რომ დაბალ ფასში აბარებენ. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში და დღის მანძილზე დავადასტურებთ იმ შეპირებას, რაც მივეცით მოსახლეობას, რომ აქედან ორგანიზებულად, ამის პრაქტიკა უკვე გვქონდა ჩვენ მარნეულის მაგალითზე, დაახლოებით 10 სამარშრუტო მანქანა გავა. ადგილობრივები ჩააბარებენ სწრაფ ტესტს, მათ ორგანიზებულად პატრული გააცილებს ნავთლუღის ბაზარში და მოხდება პროდუქციის რეალიზაცია, ისე როგორც მათი სურვილია პირველი ხელიდან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყარაჯალარში შეიტანენ საკვებ პროდუქტს და დაურიგებენ იმ ოჯახებს ვისაც ამის საჭიროება აქვს.

„ბუნებრივია, რომ ხალხი ვერ მუშაობს და შეუმცირდათ შემოსავალი და ჩვენ ვუხსნით, რომ თანამშრომლობაა ამისთვის საჭირო, რომ მოკლე ვადაში დავძლიოთ ეს გამოწვევა. დაახლოებით 85 ოჯახია სოციალურად დაუცველი სოფელში, ჩვენ უკვე გვქონდა თადარიგი დაჭერილი ამისთვის, შემოვა პროდუქტი და პირველ რიგში მათ, ვისაც ეკონომიკური გაჭირვება აქვს, სასურსათო პროდუქტით დავეხმარებით“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის შესასვლელთან გაჩიანის დასახლების მოსახლეობამ, საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის ჩაკეტვის გამო, მათ სამუშაო ადგილები და შესაბამისად შემოსავალიც დაკარგეს. აქციის მონაწილეები სოფლის გახსნას ან სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდნენ. სოფელ ყარაჯალარში დღეისათვის კოვიდინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, ,,პისიარ“ ტესტირება 2400-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი უარს ამბობს ტესტირებაზე. სოფელში 24 ივლისიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ინტერპრესნიუსი