7-03-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში აქტიურად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება. სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ამ დროისთვის 35 აბონენტს დაუმონტაჟდა მრიცხველები. საერთო ჯამში, 170-ზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანება იგეგმება.
კომპანია აბონენტებს თანხის გადახდის მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს სთავაზობს, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში მიიღონ ბუნებრივი აირი.
ვერხვიანი-შიბლიანის დამაკავშირებელი 13 კილომეტრიანი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ შიბლიანს დღემდე არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირის მიღების საშუალება.
სოფელ შიბლიანში ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება 10 დღეა მიმდინარეობს.