გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს კანონის საქმეა

15-10-2020

მიხეილ სააკაშვილი, თავისთავად, პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას არ სჭირდება დამატებითი ხაზგასმა. აქ არის სახელმწიფოებრიობის საკითხი, როდესაც კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ ორგანოს, რომ თუკი აღმოჩნდება ახალი გარემოება, ამ გარემოების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ამიტომ, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს არის კანონის საქმე, კანონმა უნდა განსაზღვროს ვის მიუძღვის ბრალი, როგორ მიუძღვის და ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემამ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯის თემის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი საქციელი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა.
„ „ქართული ოცნების“ გუნდი მაქსიმალური დიპლომატიით, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და ეკიდება ამ თემას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის და ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას ვერავინ, ვერც ერთ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ანრო ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების: „ნაციონალურ მოძრაობისა“ და მისი სატელიტების გააქტიურება, მათ მიერ საკითხის პოლიტიზირება კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს, რომ რაღაც ძალიან დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„ეს ადამიანები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს კონკრეტულ ბრალდებულებს ეფარებიან და სინამდვილეში, მათი ასეთი აჟიტირებით ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან და ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და საზოგადოებაში აჩენენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ ასეთი აჟიტირებით და პოლიტიზირებით, ამ სახელმწიფოებრივი თემით, მათ რაღაც თავისი ვიწრო პარტიულის გადაფარვა სურთ და ამიტომ არიან თავდაცვის მდგომარეობაში“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.