გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყობა

16-10-2020

17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, უწყების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, (მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა) უწყების ახალი დირექტორი, კობა კობალაძე მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, ვეტერანებს 17 ოქტომბერს მიულოცავს, ჟურნალისტებს გაეცნობა და სამსახურის სამომავლო გეგმებზე, განვითარების შესახებ ისაუბრებს. ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, კობა კობალაძეს დაუსვან შეკითხვები.
უწყების დირექტორის, კობა კობალაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოაცხადებული ფოტოკონკურსის - "ვეტერანის" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია. (I,II, III ადგილზე გასული ფოტოს ავტორებს, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ფოტოს ავტორს ფასიან საჩუქრები გადაეცემათ).
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ყოველ წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 17 ოქტომბერს, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.