კვირა, აპრილი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

21-10-2020

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს.

კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების - წყალმიმღები კვანძის, ჰიდრანტების, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭების, დამცლელი კვანძის მოწყობას. ამ ეტაპზეეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები საერთო სიგრძით 10 850 მეტრი.

ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულებაა1 935 879 მლნ ლარი.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია კახეთის რეგიონში ერთდროულად 15 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1990 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება.