6-11-2017
სტიქიის სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 62 800 ლარის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა დასრულდა. პროექტის განხორციელებამ 180-მდე ოჯახს წლების მანძილზე წყალმომარაგებაში არსებული პრობლემა გადაუჭრა- ნათქვამია სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში რომელიც ადმინისტრაციიის ვებ-გვერდზე 2014 წლის 4 ივლისს გამოქვენდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, 62 800 ლარის პროექტმა 180 ოჯახის ნაცვლად დაახლოებით 20 ოჯახი დააკამყოფილა, დანარჩენი 160 კი წყლის გარეშე დარჩა, მათ შორის ის ოჯახიც რომლის ეზოდანაც მიეწოდება სოფელს სასმელი წყალი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული წყალსაქაჩები გადავიდა ადგილობრივების ფაქტობრივ მფლობელობაში, ხოლო მათი მხრიდან არასწორმა გამოყენებამ მწყობრიდან გამოიყვანა სისტემა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი სისტემის მონტაჟისას კონტროლისა და მისი გასუფთავების ბერკეტებზე არ უფიქრიათ.მუნიციპალიტეტის გამგეობაშპროექტის განხორციელებიდან სამი წლის შემდეგ იწყებს მუსაობას აიპი-ს შექმანზე, რომელიც უშუალოდ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.ხოლო ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა 62800 ლარის ღირებულების პროექტში შესაძლო რისკებზე ფიქრი, აცხადებენ, რომ ამაზე არ უფიქრიათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყულიშკარსა და გრიგოლოშში, წყლის მიწოდების სამუშაოები 2014 წელს დასრულდა.მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე, 62800 ლარი დაიხარჯა, არც ერთი სოფლის არც ერთ ოჯახს წყალი დღემდე არ მიეწოდება.
წყარო: ტელეკომპანია "ოდიში"