გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს შეხვდა

22-04-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ მარკ ლაროშს უმასპინძლა. გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპულ სარდლობას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა გაერთიანებულ კომბინირებულ გაცვლით სწავლებაზე (JCET) და მასში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის ჩართულობაზე. როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის აშშ-ის ევროპის სარდლობასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით საქართველო მზადაა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი შეეხო ასევე, ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებს, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლკოვნიკ მარკ ლაროშს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.