გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის გამო საგარეო ვალის გაზრდაზე: წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60 %-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით დაახლოებით 55%-ზე ჩამოვალთ

25-06-2021

წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60 %-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ, დაახლოებით, 55%-ზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანდემიის გამო საგარეო ვალის გაზრდას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის, დაახლოებით, 40%.

„წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60 %-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ, დაახლოებით, 55%-ზე. ამას გარდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის, დაახლოებით, 40%. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.