გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: „ხელისუფლების ეფექტურობის" მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა

27-09-2021

„ხელისუფლების ეფექტურობის" მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის" მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.


„საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.


ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით" უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე.


მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით - ეს არის პირველი - ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.


საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე, ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა.


ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.