გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ნემსაძემ აფხაზეთში დაღუპულებს პატივი მიაგო

28-09-2021

ცაგერის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნემსაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და სამხარეო რწმუნებულთან, პაპუნ მარგველიძესთან ერთად სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკო თავისუფლებისათვის შეწირულ გმირთა მემორიალი.


,,ქედს ვიხრი აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირების წინაშე.


მათ მიერ დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და მჯერა, ქართველ და აფხაზ ხალხს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა მშვიდობიანად აღდგება და გაგრძელდება.


ვუსურვებ თითოეულ ქართველს გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას“-განაცხადა გიორგი ნემსაძემ.