გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

8-10-2021

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.


ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 24% (4156777), ჩინეთი - 16% (3961484), ლატვია - 2% (1218075), ლიეტუვა - 36% (744600), აშშ - 18% (807413), გერმანია - 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი - 178% (513724).


ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.


მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 88% (261538), შვედეთი - 59% (96400), ჩეხეთი - 202% (112356), საფრანგეთი - 7% (56800), ყაზახეთი - 32% (2805598), ისრაელი - 28% (304827), აზერბაიჯანი - 21% (162527), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 8% (8609575), რუსეთი - 7% (43350901), მონღოლეთი - 146% (362370), ბელარუსი - 12% (2642509) და ა.შ.


საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%).


ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 97% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84% შეადგინა.


ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.