გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე სამუშაო გეგმა წარადგინა

28-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ცენტრის 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება სკოლებში დაიწყო. ცენტრმა, 2021 წელს „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით დაწყებითი საფეხურის 1800 პედაგოგი უკვე გადაამზადა.


„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არის მნიშვნელოვანი მანდატის მქონე უწყება, რომელსაც აქვს მედიატორის ფუნქცია გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ რგოლებს შორის და უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებისათვის სტრატეგიების, კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ფართო საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატით მიწოდებას. როგორც იცით, უწყება თავის საქმიანობას წარმართავს გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული დოკუმენტის - ორჰუსის კონვენციის პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზნები და ფუნქციური დატვირთვა მზარდია და აქტიურად მუშაობს როგორც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს, პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მომავალი თაობებში სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებას და აგრარული მიმართულებით ბაზისური ცოდნის მიღებას.


,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის უფასო ტრენინგებს სთავაზობს. ცენტრი აქტიურად მუშაობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებითაც. დეფიციტური დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, დაწყებულია ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მიმდინარეობს მათი აკრედიტაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მეტყევე-ტაქსატორის, გარემოსდაცვითი მმართველის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.