გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა - ზურაბ პატარაძე

27-11-2017

დღეს საქართველო სასტუმრო „ლეო გრანდში“ ტრაგედიის დროს დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს.  დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს. მეოთხე დღეა, ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვვალილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად  სანთლებს ანთებენ.

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენ ქალაქში, ჩვენ რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში”, გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.