25-07-2022
სადგურ მეტეხის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბეგლარაშვილმა და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ილია ქამხაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
353 გრძივი მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 224 242 ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა - „დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღის მიმდებარედ საჯარო სკოლის შენობაც არის განთავსებული და მათთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით გადაადგილებას შეძლებენ როგორც საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის მოსარგებლეები, ასევე დასახლების მაცხოვრებლები“.