გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღემდე შემონახული ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

6-11-2017

ეს პატარა ქვეყანა მდიდარი და მრავაფეროვანი ტრადიციებით გამოირჩევა. თითოეული კუთხე, ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი, კულტურა თავისებურად დახვეწილი და გასხვავებულია. ამ გარემოებას ბუნების მრავალფეროვნებაც უწყობს ხელს, მთისა და ბარის სახესხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია.

 

სამწუხაროდ, დრომ თავისი გაიტანა და ბევრი ტრადიცია დავიწყებას მიეცა, ზოგი გადასხვაფერდა, სახე იცვალა, ბევრი კი დიდი რუდუნებით დღემდე მოვიტანეთ.

მოდით,ვიმოგზაუროთ რამდენიმე კუთხეში და გავეცნოთ მათ ტრადიციებს.

ა ს პ ი ნ ძ ა

საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ამ პატარა რაიონში დიდი ადგილი უჭირავს კუთხურ ტრადიციებს, ადათ  წესებს, რომელთა შორის გამოირჩევა სტუმართმოყვარეობა, მშობლის პატივისცემა, ქალისადმითაყვანისცემა, მოხუცისადმი მოკრძალება, თანადგომა შრომაში, ჭირსა და ლხინში.

 

ტრადიციებით მდიდარ ამ კუთხეში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება სახალხო დღესასწაულიშოთაობა,“ რუსთაველის მშობლიურ სოფელ რუსთავში. ამ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა 1966 წელს. ამღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს დაბის მუნიციპალიტეტი.

 

„შოთაობა“ სახალხო დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ყოველი წესის დაცვით იმართება. ისმის ქართული-ხალხური ჰანგები, კითხულობენ ლექსებს, ჩანახატებს. გაჩაღებულია ცეკვა .

რაიონის ყოველ სოფელს მოწყობილი აქვს საკუთარი „ფაცხები“, სადაც შემოდგომის ნობათთან ერთადგამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.

 

აქვე იმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, დოღი, „საჯილდაო ქვა“ და მრავალი თამაში.

 

***

ასევე სახალხო დღესასწაულია ასპინძობა“, რომელიც აღინიშნება ხან 27 ოქტომბერს (ესასპინძის რაიონადგამოცხადების დღეა 1939წ.), ხან 20 აპრილს ( ასპინძის ომის დღე).

„ასპინძობა“ ლამაზი და ხალისიანი დღესასწაულია, თუმცა მასშტაბურად ვერ უტოლდება „შოთაობას.“

 

***

ასპინძაში წესია, რომ ახალი წლის პირველ დღეს ნათლული ძღვენით უნდა ეწვიოს ნათლიის ოჯახს და პირველიმათ უნდა მიულოცოს ბედნიერი წლის დადგომა. ეს ტრადიცია ძველია და დღესაც არ ღალატობენ.

 

მესხებმა მიცვალებულის გაპატიოსნებაც ღირსეულად იციან, მიცვალებულს მეექვსე დღეს კრძალავენ, ძირითადადსაგვარეულო სამარხში.

რამოდენიმე წელია, რაც ასპინძაში ეკლესია გახდა მოქმედი და გაჩნდა მრევლი. აღდგა წირვა-ლოცვის, ჯვრისწერის, ნათლობის, ზიარების ტრადიცია.



 

ს ვ ა ნ ე თ ი


სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციები და სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლამპრობა - სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.

***

ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.

 

ს ა მ ე გ რ ე ლ ო

 

სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივსაცემი წმინდანია წმ. გიორგი. აქ წმ. გიორგის სახელზე რამდენიმე სამლოცველოა აგებული. მათ შორის გამოირჩევა ილორის წმ. გიორგის ეკლესია, ოჩამჩირის მახლობლად სოფელ ილორში (დღევანდელი გალის რაიონი). ეს ტაძარი მნიშვნელოვანია არა იმდენად ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, არამედ სასწაულთა, ლეგენდათა და გადმოცემათა მიხედვით. წელიწადში ორჯერ გიორგობას – 23 აპრილსა და 10 ნოემბერს (ძვ. სტ.) აქ თავს იყრიდნენ მლოცველები სამეგრელოს სოფლებიდან სხვადასხვა სახის შესაწირავით. ილორში სალოცავად დადიოდნენ უშვილონი, რომელნიც წმ. გიორგის ვერცხლის პატარა აკვნის მოდელს სწირავდნენ.

 

გიორგობაზე წინასწარმეტყველებდნენ ამინდისა და მოსავლის შესახებ. სამეგრელოში დასტურდება არქაული მანერით შესრულებული საკულტო ქმედებანი, რომელთა სპეციფიკას სიმბოლურობა წარმოადგენს. ისინი ავლენენ ადგილობრივი მოსახლეობის უძველსს რწმენა-წარმოდგენებს ცასა და დედამიწაზე. ამგვარ რიტუალთა რიცხვს მიეკუთვნება სამეგრელოს ყოფაში დადასტურებული ჟინი ანთარის სალოცავი. ჟინი ანთარი ღვთაების სახელია, რომლის მიმართ სამეგრელოში სრულდებოდა კულტმსახურება. მას მსხვერპლად სწირავდნენ მამალს, ციკანს…. და შესთხოვდნენ სასურველ ამინდს,ჯანმრთელობას, ოჯახში სიკეთესა და ბარაქას. ჟინი ანთარისადმი ლოცვას აღავლენდნენ მეხის დაცემის შემდეგაც….

როგორც მთელ საქართველოში, ასევე სამეგრელოში, ახალ წელს სხვადასხვა რიტუალით ეგებებოდნენ. ეს რიტუალები მრავალი და მრავალფეროვანი იყო. ამ დროს სრულდებოდა ადამიანის გატაცების ინსცენირება. ახალი წლისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი ჩიჩილაკი, ნაყოფიერებისა და მზის ღვთაების სიმბოლოა.

   

ხ ე ვ ი

 

მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე, როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა.

სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება, მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით, ოჯახში მომსვლელი მეზობელი თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.

სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.

სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას — სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე - სტუმრის დასაპურებლად.

მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა, სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა.

სტუმრის მიღება და დაცვა  უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა. მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან.

სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა.

ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.

 ხ ე ვ ს უ რ ე თ ი

 

სტუმარ-მასპინძლობის ადათი ხევსურეთში დღესაც დაცულია და სტუმარსაც პატივისცემით იღებენ. შატილში სტუმარი ჯერ მიდის ”საფიხვნოში” (სასაუბრო), რომელიც სოფლის მისავალშია გამართული, და იქ დაიცდის. შემდეგ მასთან მასპინძელი მივა და თავის ოჯახში დაიწვევს.

საფიხვნოში მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან და დედაკაცს იქ მისვლა არ შეუძლია. სტუმარსაც პირველად საფიხვნოში მიიღებენ და აქ ერთმანეთს მოიკითხავენ. სტუმარი ოჯახში ხელცარიელი ვერ მივა, მას მიაქვს სასმელად არაყი ან ლუდი. სტუმარს ყველანი ფეხზე უდგებიან და კარგად უმასპინძლდებიან. საპატიო სტუმარს მასპინძელი ზოგჯერ ცალ მუხლზე დაჩოქილი ემსახურება. სტუმრის შეურაცხყოფა ან დაკეჭნა არ შეიძლება და ამაზე სამაგიერო პასუხი მასპინძელს მოეთხოვება.

ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ასე მიესალემება: ”მაგვიხვე მშვიდობით!” სტუმარი პასუხობს ”დამხვდით მშვიდობით! აშენდით!

სულ მუდამ ლხინზედა, მშვიდობაზედამც შეიყრებით”-ო.

წყარო: გაზეთი psnews.ge