გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

13-12-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.


შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ასევე, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი რადომირ ჯურიჩი და ტრანსპორტის საკითხებში უფროსი სპეციალისტი ზაიღამ ნაქვი.


მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ" შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მშენებლობას, რასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონული ვაჭრობისა და ტრანზიტის განვითარების კუთხით.


აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის წინასწარი მისია აფასებს, ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებს. (როგორც ცნობილია, საქართველო და აზერბაიჯანი არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი სახელმწიფოები)

როგორც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა აღნიშნა, სასაზღვრო გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, აზიის განვითარების ბანკის მიერ უკვე მხარდაჭერილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ერთობლივი გამშვები პუნქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანზიტული პოტენციალის რეალიზებას და ქვეყნის ტრანზიტულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს.


თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონული განვითარების მიმართულებით.