გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო თანდილაშვილი: კანონპროექტი „საწარმოო ემისიების შესახებ“ გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია

13-12-2022

„წინგადადგმული ნაბიჯი გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს მიერ შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას.


კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში.


ნინო თანდილაშვილის განმარტებით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული მოთხოვნები და რეგულაციები, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილია.


„კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოიწონა და მხარი დაუჭირა, სრულად ეფუძნება ევროპულ დირექტივებს და მოიცავს კერძო სექტორისთვის ისეთი ვალდებულებების დაწესებას, როგორიცაა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების ისეთი მართვა, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდეს. კანონპროექტი, ფაქტობრივად, მოიცავს გარემოს თითქმის ყველა ფაქტორზე დაბინძურების შემცირება-პრევენციას. საუბარია, დაახლოებით, 200-მდე საწარმოზე, რომლებმაც შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები უნდა გაიარონ, ეტაპობრივად უნდა დანერგონ საუკეთესო ტექნოლოგიები, გადაიარაღდნენ და მოვიდნენ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა მათი მხრიდან მინიმუმამდე შემცირდეს გარემოს დაბინძურება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.  


მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი საკმაოდ რთულად შესასრულებელია, რის გამოც, სამინისტროს ბიზნესსექტორთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა.


„გვქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რომელიც ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში ჩვენი მთავარი პარტნიორია. შედეგად, ევროკავშირი საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს ჩაუტარებს გარემოსდაცვით აუდიტს - გამოავლენს როგორია მდგომარეობა საწარმოში, რა სჭირდება საწარმოო პროცესის გასაუმჯობესებლად, ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა ინვესტიციები უნდა განახორციელოს. ამ ეტაპზე საუბარია 6-მდე საწარმოზე, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს  რიცხვი გაიზარდოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


კანონპროექტი 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი საწარმოებისთვის. უკვე არსებული საწარმოებისთვის კი, სხვადასხვა სექტორის მიხედვით, კანონის ამოქმედების  სხვადასხვა გონივრული ვადებია განსაზღვრული, რათა საწარმოებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მოექცნენ საკანონმდებლო ჩარჩოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმები იმოქმედებს (10 ათას ლარზე მეტი).


იმის გამო, რომ ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მოთხოვნა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებაა, მისი ამოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ჰაერდაცვითი მიმართულებით უკვე მიღებული რეგულაციები - მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის თვითმონიტორინგის ვალდებულების დაწესება.  ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საწარმოებმა დაიწყეს ინტენსიური გადაიარაღების პროცესი.


„საუბარია 70-მდე საწარმოზე, მსხვილ ობიექტზე, რომლებიც მოიცავს მრეწველობის თითქმის ყველა დარგს. ისინი პროცესში არიან, რომ დანერგონ თანამედროვე სტანდარტები და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები. შედეგი გახლავთ ის, რომ 15-მდე საწარმომ მოახერხა გადაიარაღება, ჩაერთო ონლაინ თვითმონიტორინგის სისტემაში და გვაწვდის უწყვეტ მონაცემებს ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ. საწარმოებს სამინისტრომ შეუდგინა დეტალური გეგმები და განუსაზღვრა გონივრული ვადები. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საწარმო მოიყვანს საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.