გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: თუ ამერიკასა და ევროპაში ეს კანონი კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?

30-12-2022

თუ ჩვენს მიერ დაანონსებული კანონპროექტები რუსულია, რასაც გუშინ რადიკალები და მათი ტელევიზიები ამბობდნენ, მაშინ კითხვა დაუსვან იმ სახელმწიფოს საიდანაც თვითონ ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა?, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს თუ დააახლოვებს?

ჩვენი აზრით დაგვაახლოვებს, რადიკალების აზრით დაგვაშორებს.....


თუ ამერიკაში და ევროპაში ეს კანონი კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?

თუ ამერიკა და ევროპა იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?


პასუხი ერთია ...


რადიკალების აზრით, საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კარნახით უნდა გაატაროს ...


ასეთია მათი გაგებით დემოკრატია, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება“, - წერს მაჭარაშვილი.

„ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.