გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისდირექტორად გრიგოლ ტატიშვილი აირჩიეს

15-02-2023

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წარდგინებითა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ ტატიშვილი ხელახლა  აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად.

 

თსუ კურსდამთავრებული გრიგოლ (გია) ტატიშვილი 1994 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ქიმიური ფიზიკის სპეციალობით. ის არის 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის და 6 პატენტის (3 ადგილობრივი და 3 უცხოური) ავტორი. 2015 წლიდან არის აზერბაიჯანში გამოცემული სკოპუსის ბაზაში ინდექსირებული სამეცნიერო ჟურნალის „ქიმიური პრობლემები“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 2020 წლიდან  საქართველოს ტექინფორმის მიერ გამოცემული „ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიების კავკასიის აბსტრაქტების ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 

 

2016 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის სიგელით ელექტროქიმიის დარგში მიღწევებისთვის. მას გააჩნია  40-წლიანი თეორიული სამეცნიერო გამოცდილება კონდენსირებულ სისტემებში მოლეკულებსა და იონებს შორის მუხტის გადატანის პროცესების კინეტიკის კვლევებში. ამჟამად გია ტატიშვილის კვლევების ობიექტს წარმოადგენს არარეგულარული ნანო და მეზოსკოპური ქიმიური და ელექტროქიმიური სისტემები, რომლებშიც შესწავლილი აქვს მუხტისა და ენერგიის გადატანის თერმული პროცესები მათი ძირითადი კინეტიკური პარამეტრების თეორიული ანალიტიკური გათვლებით.

 

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი დაარსდა 1956 წელს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულიდან კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავების ამოცანების გადაწყვეტისთვის.

ინსტიტუტი  ფართოდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, ევროკავშირის  ჩარჩო პროგრამების (FP6, FP7), ბრიტანული დახურული ბირთვული ქალაქების პროგრამის (CNCP) ფარგლებში, განხორციელდა საპარტნიორო პროექტები აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის და აშშ ნაციონალური ლაბორატორიების დაფინანსებით, აგრეთვე აშშ და გაერთიანებული საამიროების კერძო კომპანიების დაკვეთით.